„საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 16/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004
  • Word
422
12/07/2007
სსმ, 101, 16/07/2007
010.220.020.08.002.004
„საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №422

2007 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №11, მუხ. 122) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საორგანიზაციო სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ირინა ბადურაშვილი – მოსახლეობის კვლევის ცენტრის დირექტორი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ზინაიდა ბესტაევა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ჯაბა ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

გიორგი ვაშაძე    – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე

დავით კეზერაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

თამარ კინწურაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი

როზა კუხალაშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ვლადიმერ მაღნარაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

გიგი უგულავა – ქ. თბილისის მერი

გრიგოლ ფანცულაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე

გია ქავთარაძე –  საქართველოს იუსტიციის მინისტრი

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

პაატა შავიშვილი           – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

გიორგი ხევიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

მერაბ ხიმშიაშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი