ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

  • Word
ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.014410
  • Word
70
31/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
170050000.22.027.014410
ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.22.027.014.410

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №70

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების თანდართული ნუსხა.

2. ეროვნული საარქივო ფონდის ის დოკუმენტები, რომლებიც არ არის ასახული ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხაში, ინახება მატერიალური და ელექტრონული მატარებლების სახით.

3. ეთხოვოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს – ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შერჩევისას იხელმძღვანელონ ზემოხსენებული ნუსხით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი

ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხა

1. ყრილობების, კონგრესების, კონფერენციების, თათბირების, სემინარების ჩატარების დოკუმენტები (დადგენილებები, გადაწყვეტილებები, ოქმები, სტენოგრამები).

2. ყრილობების, კონგრესების, კონფერენციების, თათბირების, სემინარების გადაწყვეტილებების რეალიზაციის დოკუმენტები (ცნობები, ანგარიშები, მოხსენებები, მიმოხილვები).

3. ქონების საკუთრებაზე, მფლობელობაზე, სარგებლობაზე უფლების, საფირმო დასახელებების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნებისა და სხვა რეგისტრაციის დოკუმენტები (მოწმობები, ხელშეკრულებები).

4. მიზნობრივი პროგრამები (საერთო სახელმწიფოებრივი, რეგიონული), საქმიანობის ცალკეული მიმართულებების განვითარების პროგნოზები.

5. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასრულებული სახით მიღებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ლიცენზიები, ნებართვები, კვოტები, ოქმები, გადაწყვეტილებები, რეგისტრაციის დავთრები, ავტორიზაციის მოწმობები).

6. პრივატიზაციის დოკუმენტები (დადგენილებები, ოქმები, წესდებები, გეგმები, ბალანსები, აქტები, ხელშეკრულებები, მოწმობები).

7. დაწესებულებების განვითარების კონცეფციები, სტრატეგიული განვითარების გეგმები.

8. პერსპექტიული საფინანსო გეგმები.

9. წლიური საფინანსო, დაფინანსებისა და დაკრედიტების, სავალუტო, მატერიალური ბალანსების, კაპიტალურ დაბანდებათა, შრომისა და ხელფასის, მოგების გეგმები, ასევე დაწესებულების ფონდების წარმოქმნის, განაწილებისა და გამოყენების, ბრუნვითი სახსრების დაგროვებისა და ხარჯების გეგმები.

10. საფინანსო-ეკონომიკური და კონიუნქტურული მიმოხილვები.

11. წლიური შემოსავალ-გასავლის ნუსხები.

12.  წლიური საფინანსო, დაფინანსებისა და დაკრედიტების, სავალუტო, მატერიალური ბალანსების, კაპიტალურ დაბანდებათა, შრომისა და ხელფასის და მოგების გეგმების ანგარიშები, ასევე დაწესებულებების ფონდების წარმოქმნის, განაწილებისა და გამოყენების, ბრუნვითი სახსრების დაგროვებისა და ხარჯების გეგმების შესრულების ანგარიშები.

13. გახსნილი კრედიტების კრებსითი უწყისები.

14. წლიური ცნობები კრედიტების ხარჯების შესახებ.

15. ბალანსებისა და ანგარიშების განხილვისა და დამტკიცების დოკუმენტები (ოქმები, აქტები, დასკვნები).

16. წლიური ხარჯთა ნუსხის შესრულების ანგარიშები.

17. დამტკიცებული ლიმიტები, ხელფასის ფონდები.

18. დაწესებულებათა წლიური და უფრო ხანგრძლივი პერიოდის ანგარიშები პერსპექტიული, მიზნობრივი და მიმდინარე პროგრამების, გეგმების შესრულების შესახებ.

19. სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის გეგმების შესრულების დოკუმენტები (მოხსენებითი ბარათები, ცნობები).

20. გამოფენებზე, ბაზრობებზე, პრეზენტაციაზე მონაწილეობის დოკუმენტები (თემატიკურ-საექსპოზიციო, ექსპონატების განლაგების გეგმები, სქემები, ექსპონატების აღწერილობები, დახასიათებები, მონაწილეთა სიები, მოხსენებები, ცნობები, შეფასებები, ანგარიშები, ინფორმაციები).

21. სამრეწველო საწარმოების კრებსითი საწარმოო-ტექნიკური მახასითებლები.

22. საწარმოების მუშაობის წლიური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

23. წარმოების ორგანიზების სქემები.

24. ანგარიშები ნედლეულისა და მასალების გამოყენების შესახებ.

25. დოკუმენტები (მიმოხილვები, მოხსენებები, დასკვნები, ცნობები) პროდუქციის ტექნიკური დონისა და ხარისხის შესახებ.

26.  შენობების, სათავსების სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის დოკუმენტები (ცნობები, ინფორმაციები, ნუსხები).

27. შენობების, სათავსების, მიწის ნაკვეთების დაწესებულებების სარგებლობაში იჯარით გადაცემის, საკუთრებაში მიღებისა და გადაცემის აქტები.

28. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოველწლიური პროგრამები.