საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 190010000.22.030.014404
  • Word
85
26/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
190010000.22.030.014404
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.030.014.404

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №85

2010 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესის მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფორმების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოდან მიღებული შეფუთული და დალუქული ფორმების შეკვრა გულდასმით მოწმდება და იხსნება სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ბეჭდვის (შევსების) პროცესში დაშვებული შეცდომის მქონე და დაზიანებული ფორმების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერის აქტით (დანართი №1) და ყოველი წლის ბოლოს უნდა გადაეგზავნოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე