დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.014402 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/2010 - 17/03/2021)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.014.402
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №206
2010 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე
„ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულების 22 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების უტილიზაციისა და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 5 აგვისტოს №458 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ (შემდეგ – დელტა) მიერ უტილიზებული ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, წარმოებული პროდუქციის, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების (შემდეგ – „ქონება“) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.
მუხლი 2
1. საუტილიზაციო, სარეალიზაციო სამუშაოებისა და წარმოების ხარჯების დაფინანსების მიზნით, ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან „დელტას“ ანგარიშზე შეიძლება დარჩეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „დელტას“ წლიურ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული ოდენობის თანხა.
2. ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ფინანსდება მხოლოდ ქონების უტილიზაცია, რეალიზაცია, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოება.
მუხლი 3
1. ქონების უტილიზაციის, რეალიზაციისა და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი წლიურ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ამტკიცებს საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობას. გარდამავალი ნაშთის მოცულობაში არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გრანტით მიღებული შემოსავალი.
2. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა განისაზღვრება „დელტას“ დამტკიცებული წლიური ხარჯთაღრიცხვის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
3. ნაშთის მოცულობის ფორმირება და აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხებიდან.
4. აუცილებლობის შემთხვევაში, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი გამოიყენება წლის განმავლობაში ქონების უტილიზაციის, რეალიზაციისა და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების დასაფინანსებლად და იმავე წელს სრული მოცულობით უნდა აღდგეს.
მუხლი 4
1. საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე „დელტა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს, რომელშიც მიეთითება მონაცემები განვლილ კვარტალში და წლის დასაწყისიდან ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (ცხრილი 1).
2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში „დელტამ“ უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა შესაბამის ბიუჯეტში.
ცხრილი №1
ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება
200– წლის –– კვარტალის მდგომარეობით
| № | დასახელება | საანგარიშო კვარტალი | წლის დასაწყისიდან |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა |
|
|
| 2 | დელტას დაფინანსება ამონაგები თანხიდან |
|
|
| 3 | საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი |
|
|
| 4 | გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარში) |
|
|
| 5 | დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (თანხა ლარში) |
|
|
| 6 | ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (თანხა ლარში) |
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები