,,დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

  • Word
,,დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
  • Word
418
05/07/2007
სსმ, 98, 11/07/2007
010.340.000.08.002.004
,,დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №418

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის 641 ბრძანებულება;

 ბ) „ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის 642 ბრძანებულება;

გ) „დ. წიკლაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის 643 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი