დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.024.014396 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.024.014.396
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/453
2010 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექ-ტემბრის №1-1/1024 (სსმ III, 04.10.2005 წ., №116, მუხ. 1278) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დეკლარაციის D5 კითხვის შევსებისას არ გაითვალისწინება სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ოჯახისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის ფორმებით გადაცემული ან პირდაპირი მიყიდვის გზით ოჯახის მიერ სიმბოლურ ფასად შესყიდული, აგრეთვე ჯილდოს სახით მიღებული ხანგრძლივი მოხმარების საგნები (თუ არსებობს ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი).“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები