დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.014395 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.014.395
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №47/01
2010 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2010., №30) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2010 წლის 3 მაისიდან, ბანკი ვალდებულია IBAN მიანიჭოს ამ ინსტრუქციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშებს მათი გახსნისას.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საბანკო სისტემის მდგომარეობით, რომელიც წარმოშობს აუცილებლობას, რომ კომერციულ ბანკებს IBAN-ის დანერგვის დაწყებისათვის მიეცეთ დამატებითი მოსამზადებელი პერიოდი, რაც უზრუნველყოფს სიახლის დანერგვისათვის აუცილებელი ბაზისის უკეთ მომზადებას და გააუმჯობესებს IBAN-ის პრაქტიკულ დონეზე დანერგვის შესაძლებლობას.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები