„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42/42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010230000.20.013.014406
  • Word
42/42
29/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
010230000.20.013.014406
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.014.406

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №42/42

2010 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2009წ., №28, მუხ. 359) დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურეები

1. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოხელეები არიან: აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, მთავარი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, აუდიტორი, აუდიტორ–ასისტენტი და აუდიტორ-სტაჟიორი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობაზე (გარდა აუდიტორ-სტაჟიორისა) შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, სარგებლობს მაღალი პროფესიული რეპუტაციით და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

3. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოხელის თანამდებობაზე აგრეთვე შეიძლება დაინიშნოს პირი სტაჟირების (აუდიტორული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნით) წარმატებით გავლის შემთხვევაში.  

4. აუდიტორ-სტაჟიორად მიღებისა და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.”.

    მუხლი 2

ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ.  ბეჟაშვილი