დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/2010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.014393 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.393
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №14/2010
2010 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილებით (სსმ III, 10.08.2005, №93) დამტკიცებულ საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე, საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებზე განცხადება/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია კალენდარული დღის დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე, რის შემდეგაც სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით“.
2. მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით, კომისიის მდივანი, ჟურნალის ორივე ნაწილში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია“, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები