დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150080.22.033.014390 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.014.390
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №228
2010 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებით (სსმ III, 12.06.2006წ., №78, მუხ.1023) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფორმების ბლანკებით მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური აუცილებელი რაოდენობის შესაბამისად.
2. დამტკიცებული ფორმების ტირაჟირებაზე განაცხადს შემოსავლების სამსახური წარადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. მიქელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები