დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 18/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.47.052.014375 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.375
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №53
2010 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებით (სსმ III, 28.01.2008წ., №13, მუხ.173) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოში რეგისტრირებულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული მოქმედი სერტიფიკატი და მისი დანართი №1. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით და მისი დანართებით.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„13. დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული სხ-ის, იმავდროულად, საქართველოში რეგისტრირებული სხვა სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში შეტანა.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ.ა) ბაზირების აეროპორტთან და აეროპორტში მყოფ სხვა სამსახურებთან (სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე, აფრენა-დაფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე, საავარიო-სამაშველო სამუშაოებით უზრუნველყოფაზე);“.
4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში ადმინისტრაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით, ღებულობს გადაწყვეტილებას სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს სერტიფიკატს და ამ სერტიფიკატის №1 დანართს.“.
5. მე-9 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ბ1) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;
ბ2) სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ყველა სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს ერთი თვით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებას.“;
დ) მე-6 პუნქტს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ1) თუ სერტიფიკატის დანართი №1 არ ითვალისწინებს არც ერთ სხ-ს;“.
6. მე-9 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„10. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებულ სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა და ექსპლუატანტი, ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს მოქმედ სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობას, მაშინ აღნიშნული სხ ამოღებულ იქნება სერტიფიკატის დანართი №1-დან, ექსპლუატანტის განცხადების გარეშე.“.
7. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სერტიფიკატში სავალდებულოდ აღინიშნება, რომ სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ მის დანართ №1-თან ერთად. სერტიფიკატით და მისი დანართებით გათვალისწინებული მონაცემები განსაზღვრულია ამ წესის დანართები №3, 4 და 5-ით.
5. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მას, საქართველოს კანონმდებლობის და იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8335-An/879 („საექსპლუატაციო ინსპექციის, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის პროცედურების სახელმძღვანელო“) მე-10 თავის 10.3 პუნქტის („სხ-ის იჯარა ეკიპაჟით“) და ამავე ოფიციალური გამოცემის დამატება „B“-ს ნაწილი „G“-ის შესაბამისად გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თითოეული სხ-ს თვის ცალ-ცალკე.“
8. წესის დანართი №3 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
9. წესის დანართი №6 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიჭინაძე



უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები