დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/356 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.22.024.014370 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.014.370
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/356
2010 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 08.04.2008 წ., №53, მუხ. 610) მე-11 მუხლის 91 – მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით. ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის/ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
10. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ღია აუქციონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე (გარდა ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევისა) და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლება ექვემდებარება აუქციონის წესით გაცემას.
11. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია დახურული აუქციონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე (გარდა ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევისა) და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების გადანაწილება ხდება მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები