ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/04/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014450
  • Word
21/2010
01/04/2010
სსმ, 34, 01/04/2010
010210010.15.008.014450
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.450

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2010

2010 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

„საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-20 მუხლის  პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უქმე დღეების გამო, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის ბოლო ვადა, იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის ვისთვისაც ეს ვადა იწურება 2010 წლის 2-5 აპრილს, განისაზღვროს კენჭისყრამდე  არა უგვიანეს 53-ე დღის (2010 წლის 7 აპრილი) ჩათვლით.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე