დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480500010.22.030.014380 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.500.010.22.030.014.380
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №81
2010 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009წ., №25, მუხ. 316) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) რუსეთისა და ბელორუსიის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა.ა) რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;
ა.ბ) რუსეთის ფედერაციის და ბელორუსიის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;
ა.გ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსიასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;
ა.დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;
ა.ე) ბელორუსიასთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;
ა.ვ) ბელორუსიასთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;
ა.ზ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსიასთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
ა.თ) საქართველოსა და ბელორუსიის რეგიონებს შორის კავშირურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ა.ი) რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსიასთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ა.კ) რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის მუშაობის წარმართვა, შვეიცარიის კონფედერაციასთან დადებული სამთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე;
ა.ლ) ბელორუსიაში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;
ა.მ) საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის სექციასთან ურთიერთობა შვეიცარიის კონფედერაციასთან დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე;
ა.ნ) რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;
ა.ო) ბელორუსიაში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;
ა.პ) ბელორუსიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ა.ჟ) რუსეთ-ბელორუსიის კავშირის ფარგლებში ბელორუსიის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების ანალიზი;
ბ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ბ.ა) ცენტრალური აზიის ქვეყნების (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;
ბ.ბ) ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;
ბ.გ) ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციების წარდგენა;
ბ.დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;
ბ.ე) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;
ბ.ვ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;
ბ.ზ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ.თ) საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ბ.ი) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ.კ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;
ბ.ლ) საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა;
ბ.მ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები