დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200010000.22.033.014381 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.014.381
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №215
2010 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №26, მუხ. 309) დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგისტრაცია გულისხმობს გადამხდელის მიერ კონკრეტულ ობიექტზე გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის შესახებ შესაბამისი მონაცემების დაფიქსირებას საგადასახადო ორგანოში. ყველა საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ი, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს კონკრეტულ ობიექტზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პროცესში, ექვემდებარება რეგისტრაციას საგადასახადო ორგანოში. რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის მისამართი დაფიქსირებულია საგადასახადო ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემებში. საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნის) შესახებ ინფორმაცია აისახება მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში. აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზიდან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველწლიურად (არა უგვიანეს მომდევნო წლის ხუთი იანვრისა) უნდა იქნეს ამობეჭდილი, აკინძული (ზონარგაყრილი) და დამოწმებული შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბეჭდით, შემდგომში არქივში შენახვის მიზნით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ პირებმა, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა უკავშირდება მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას სხვადასხვა ადგილზე (სადისტრიბუციო ვაჭრობა, დატარებითი ვაჭრობა, მომხმარებლის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და ა.შ.), სსა-ის რეგისტრაცია უნდა მოახდინოს საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოში.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მონაცემების დამთხვევის, დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენისა და აპარატის ჩეკებზე ქართულენოვანი ჩანაწერის ფორმირების შესაძლებლობებში დარწმუნების შემდგომ ხდება ამ კონკრეტული აპარატის რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას (პაროლის შეყვანას) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში სსა-ის სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას (დანართი №2).“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ მეწარმე სუბიექტი განცხადებით აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს გადასახადის გადამხდელმა/მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი. საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხდება წარმოდგენილ სსა-ზე აღნიშნული საქარხნო მონაცემების შედარება განცხადებაში დაფიქსირებულ მონაცემებთან, რის შემდეგ ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა. ამის შემდეგ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და გადასახადის გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადაეცემა სსა და ცნობა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №4), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის და გაუნაშთავი ჯამის შესახებ.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დანართები №2, №3 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №2
| სსა-ის რეგისტრაციის (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნის) მონაცემები |
| ||||||||||||||
| № | გადამხდელის დასახელება | სამართლებრივი ფორმა | საიდენტიფიკაციო ნომერი | სსა-ის მოდელი | სსა-ის კოდი | საქარხნო ნომერი | სსა-ის განთავსების ზუსტი მისამარ-თი | სსა-ის სარეგისტრაციო ბარათის ნომერი | სსა-ის რეგისტრაციის თარიღი | გაუნაშთავი ჯამის მონაცემები | Z | სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის ნომერი | რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი | რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №3
საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო
ბარათი № ---------------------
საკონტროლო-სალარო აპარატი--------------------------------------------------------------
(მოდელის დასახელება)
საქარხნო ნომერი----------------------კუთვნილება-----------------------------------------
(საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი)
რეგისტრირებულია----------------------------------------------საგადასახადო ორგანოში
(საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება)
სსა-ს რეგისტრაციის თარიღი-----------------------------------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
დადგმულია მისამართზე---------------------------------------------------------------------
საგადასახადო ორგანოს ------------------------------------
უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა, თარიღი)
ბ.ა.
დანართი №4
ც ნ ო ბ ა
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ
№-------------------
ცნობა ეძლევა-----------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი-----------------------------------------------
(მოდელის სახელწოდება და საქარხნო ნომერი)
განთავსებულია--------------------------------------------------------------------------------
(სრული მისამართი, ქალაქი, რაიონი, ქუჩა №)
გაუნაშთავი ჯამის მონაცემები---------------------------------------------------------------
(მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია ციფრობრივად)
ძ ანგარიშის №----------------------------------------------------------------------------------
(ციფრობრივად, სიტყვიერად)
მოხსნილია რეგისტრაციიდან----------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება)
რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი-------------------------------------------
(რიცხვი, თვე, თარიღი)
საგადასახადო ორგანოს ---------------------------------
უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა, თარიღი)
ბ.ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები