„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 24/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.014376
  • Word
77
18/03/2010
სსმ, 31, 24/03/2010
010320040.22.030.014376
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.014.376

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №77

2010 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ.1737) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მესამე, მეოთხე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს. სამინისტროში სტაჟირების ვადის გაგრძელება დასაშვებია არა უმეტეს ერთი წლის ვადით.“;

გ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაჟიორის მიღება შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.“.

დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11.

1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საბჭო განიხილავს სტაჟიორის მიერ წარდგენილ – სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ რეცენზირებულ რეფერატს პოლიტიკურ და საერთაშორისო პრობლემატიკაზე, ან იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეფერატის წარდგენის შემდეგ, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი წერილობითი დახასიათების საფუძველზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორისათვის რეკომენდაციის გაწევის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სტაჟიორის თანხმობით შუამდგომლობს მინისტრის წინაშე სტაჟირების ვადის 1 წლამდე ვადით გაგრძელების თაობაზე.“;

ე) მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირადი განცხადებით მიმართოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.“;

ვ) 21-ე მუხლს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) მისცეს სტაჟიორსა და პრაქტიკანტს წერილობითი დახასიათება.“.

2. სამინისტროს სტაჟიორებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის ერთხელ უკვე გაუგრძელდათ სტაჟირების ვადა 6 თვის ვადით, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაციით შეიძლება გაუგრძელდეთ სტაჟირების ვადა არა უმეტეს 6 თვის ვადით.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე