დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგომი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად ზოგიერთი ვადიანი სამხედრო მოსამსახურის გადაყვანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 388 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 27/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №388
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგომი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად ზოგიერთი ვადიანი სამხედრო მოსამსახურის გადაყვანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 და 47-ე მუხლის პირველი პუნქტების შესაბამისად, გადაყვანილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგომი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისიდან“ – 176 მოსამსახურე, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბრიგადიდან – 127 მოსამსახურე.
2. ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეთა უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (სანივთე ქონებით, კვებით და სხვ.) განხორციელდეს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 11 ივნისიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები