დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის ელექტრონული ფორმით დადასტურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 19/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.014364 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.364
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №206
2010 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის ელექტრონული ფორმით დადასტურების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის განხორციელებისას გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეულ იქნეს აღნიშნული საშუალებით გადახდისას კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო-საპროცესინგო ცენტრის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები