„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 19/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200220010.22.033.014362
  • Word
196
16/03/2010
სსმ, 30, 19/03/2010
200220010.22.033.014362
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.014.362

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №196

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008წ., №187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ა) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – დაწესებულება, საქართველოს საწარმო, ორგანიზაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ ინსტრუქციის IV თავით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით;“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანდიდატს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობები განისაზღვრება:

ა) კანდიდატის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით;

ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიხედვით.

3. ფიზიკური პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის)  თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას, თანამშრომლობის მონაწილის სტატუსს იძენს ავტომატურად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე, მხოლოდ ამ ინსტრუქციის IV თავით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისათვის.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირისათვის (ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის გარდა) საბაჟო–სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად ადმინისტრაციული წარმოების საფუძველია აგრეთვე კანდიდატის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დამადასტურებელ ინფორმაციას.“.

4. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი და მე-16–მე-18 მუხლები:

„თავი IV

გამარტივებული საბაჟო პროცედურები თანამშრომლობის მონაწილე ფიზიკური პირისათვის

    მუხლი 16

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემომტანი ფიზიკური პირი უფლებამოსილია, ისარგებლოს ამ თავით განსაზღვრული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით. 

    მუხლი 17

1. ფიზიკური პირის მიერ საქონლის დეკლარირება ხორციელდება  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №23-ით გათვალისწინებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით, ამავე ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.

2. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

3. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

    მუხლი 18

1. წერილობითი ფორმით წარდგენილი დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ დეკლარაციისათვის ნომრის მინიჭება ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის შესაბამისად, რაც გულისხმობს საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

2. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას წითელი დერეფნის შესაბამისად, რაც გულისხმობს დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი