დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 18/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 24/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.014382 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.014.382
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის დადგენილება №5
2010 წლის 18 მარტი
ქ. ქუთაისი
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43-ე მუხლის შესაბამისად, ვადგენთ:
მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №2, 09.01.2006წ., მუხლი 8) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 15 | შპს „თერჯოლის ბუნებრივი აირი“ | 29,236 | 10,779 | 41,398 |
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები