დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 19/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.014353 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.22.030.014.353
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №66
2010 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009წ., №144, მუხ. 1679) დამტკიცებული წესის 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მოსამსახურე, რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბოკერია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები