„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 19/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.033.014355
  • Word
198
16/03/2010
სსმ, 30, 19/03/2010
010240070.22.033.014355
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.014.355

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №198

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში (სსმ III, 01.11.07, №154, მუხლი 1715) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

2. ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №1).

2. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №2).

3. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №3).

4. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №4).

41. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №5).

3. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – ცენტრალური აპარატი), შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. შესაბამისად  უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო

ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე, შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.“;

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები“;

ვ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-10 მუხლის:

ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო  მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი“;

ზ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.“;

თ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის  ტექნიკური მახასიათებლები

ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის“ (დანართი №2):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო

შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე, შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.“;

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები“;

ვ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-10 მუხლის:

ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო  მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი“;

ზ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.“;

თ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის  ტექნიკური მახასიათებლები        

შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის“ (დანართი №3):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო

 გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე, შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.“.

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები“;

ვ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-10 მუხლის:

ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო  მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი“;

ზ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.“;

თ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის  ტექნიკური მახასიათებლები                

გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის“ (დანართი №4):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო

სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.“;

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები“;

ვ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-10 მუხლის:

ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო  მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი“;

ზ.ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.“;

თ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი  მოწმობის  ტექნიკური მახასიათებლები

სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესის“ (დანართი №5):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო  სამსახურის (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა (შემდგომში – მოსამსახურე) სამსახურებრივი მოწმობის ფორმას და გაცემის წესს.“;

გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები

მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი