„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 19/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.014354
  • Word
195
16/03/2010
სსმ, 30, 19/03/2010
200010000.22.033.014354
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.014.354

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №195

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში (სსმ III, 22.03.05, №32, მუხლი 306) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, 92-ე მუხლის და 281-ე მუხლის 22-ე და 221 ნაწილის საფუძველზე,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი შემთხვევა, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“  ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ ინსტრუქციის  პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება:

ა)  ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ბ) გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;

გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტები.“;  

ბ.ბ.) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალები უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ეძლევა გონივრული ვადა (არა უმეტეს ერთი თვე) აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ერიცხება იმ გადასახადის მიხედვით, რომლის დაბეგვრის ობიექტს (წარმოშობის საფუძველს) ქონებრივი უფლებები წარმოადგენს, მაშინ შემოსავლების სამსახურს შეუძლია საგადასახადო ორგანოს დამატებით მოსთხოვოს პირის საკუთრებაში ქონების არარსებობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი