დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 17/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.014345 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.014.345
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/331
2010 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში (სსმ III, 11.09.2007, №127, მუხ. 1391) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-12 მუხლის 62 პუნქტის საფუძველზე,“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (შემდგომში – სახელმწიფო ქონება) აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მოძრავი სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე – ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი სახელმწიფო ქონება ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული (შემდგომში – გამყიდველი).“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მოძრავი სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ასევე ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი სახელმწიფო ქონება ერიცხებათ ბალანსზე და/ან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდვლის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.“.
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება გამყიდველის ინიციატივით.“.
დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი:
„9. ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი სახელ-მწიფო ქონება ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.“.
3. დებულების მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამყიდველი აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე სულ ცოტა 30 კალენდარული დღით ადრე, უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. გამყიდველი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
ბ) მე-4 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;“.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).“.
5. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა შემდეგი წესით:
ა) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის თანხმობით; ბ) მოძრავი ნივთის შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში.“.
6. დებულების მე-8 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.“.
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების (ოქმის) საფუძვლად.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები