დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37/2006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 28/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.250.010.15.008.009.411 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.009.411
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №37/2006
2006 წლის 28 სექტემბერი
ქ.თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრატორ კომისიის წევრს უნდა წარუდგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და დევნილის მოწმობა.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები