„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის №553 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 17/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014351
  • Word
18/ნ
15/03/2010
სსმ, 29, 17/03/2010
040030000.22.022.014351
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის №553 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.351

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №18/ნ

2010 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2007 წლის 27 ივლისის №553 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 33-ე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის №553 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2007, №110, მუხ. 1221) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სახელობის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სახელობის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინსტიტუტის თანდართული წესდება.“;

 გ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სახელობის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინსტიტუტის წესდება“;

 დ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სახელობის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი