დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 17/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.014343 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.343
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №188
2010 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანებით (სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ. 999) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თავისუფალ ზონაში უცხო ქვეყნიდან საქონლის შეტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარმოადგენს დანიშნულების საბაჟო ორგანოს)
1. თავისუფალ ზონაში უცხო ქვეყნიდან საქონლის შეტანის დროს, როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარმოადგენს თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს, დადგენილი წესის შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) გამოწერა/დახურვა;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.
2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის განმავლობაში დადგენილი წესით უკან დააბრუნოს საქონელი, რომელიც არ შეიძლება მოთავსდეს თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე ან/და რომლის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით ან/და რომელზეც არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
3. დეკლარანტს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა დადგენილი წესით განახორციელოს ზოგადი დეკლარირება ან წარადგინოს მონაცემები „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად, ან წარადგინოს გამარტივებული დეკლარაცია.
4. როცა დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონელს თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად და ახორციელებს საქონლის ზოგად დეკლარირებას, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით განსაზღვრული თზ-ის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემით (შემდგომში – შესაბამისი ტექნოლოგიური სქემა) გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდგომ დადგენილი წესით გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა. ამასთან, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარებისას:
ა) თუ არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღები: „აყვანილია კონტროლზე“, „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
ბ) თუ გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხორციელდება შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ან/და საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის მიმართ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებით ჩანაცვლებამდე (გარანტიის წარმოდგენამდე) საქონლის გაშვების შემთხვევაში აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღები: „აყვანილია კონტროლზე“, „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის არასრულად დახურვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად. აღნიშნული პროცედურის შემდგომ საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
5. როცა დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონელს და მონაცემებს „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონელს, თანმხლებ დოკუმენტებს და საქონლის წარდგენიდან 2 დღის ვადაში – აგრეთვე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას, შესაბამისი ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდგომ, თუ:
ა) არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია“, ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში.
ბ) გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხორციელდება შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ან/და საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის მიმართ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებით ჩანაცვლებამდე (გარანტიის წარმოდგენამდე) საქონლის გაშვების შემთხვევაში დეკლარაციაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია“ და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში.
7. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების ან გამარტივებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.“.
2. მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით.
4. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის გამოცხადების დადასტურება და შესაბამისი ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდგომ, თუ:
ა) არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების მიხედვით. აღნიშნული პროცედურის შემდგომ ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის, საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნული ვადა აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
ბ) გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხორციელდება შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების მიხედვით. აღნიშნული პროცედურის შემდგომ ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
5. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.“.
3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათა-ვისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. ასეთი გათავისუფლება გამოყენებული იქნება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №890–№1-1/2978 ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაცემული საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები