დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 11/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014321
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
71/ნ
09/03/2010
სსმ, 26, 11/03/2010
470230000.22.035.014321
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2010 - 29/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.321

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №71/ნ

2010 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა (ორგანიზაციული კოდი 35 12 03) და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამა“ (დანართი №1).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  ი. გიორგობიანი

დანართი №1

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამა

თავი I

პროგრამის ანოტაცია

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადება და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების რეფორმის ხელშეწყობა.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადება და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) სისტემისა და რეგულირების შესაბამისი ინსტრუმენტების ეფექტურობის ამაღლება.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები

პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი;

ბ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების რეფორმის მხარდაჭერის კომპონენტი.

    მუხლი 4. განხორციელების მეთოდოლოგია

1. „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.

2. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში  გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2010 წელს გათვალისწინებულია 200 000 (ორასი ათასი) ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

კომპონენტი

 

ბიუჯეტი

(ლარებში)

2010 წელი

1.

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი

22 600

2.

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების რეფორმის მხარდაჭერის კომპონენტი

177 400

     სულ:

200 000

    მუხლი 6. განხორციელების ვადები

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა ხორციელდება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

    მუხლი 7. პროგრამის შედეგები

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:

ა) სამედიცინო სფეროს ადამიანური რესურსის სიმძლავრის განვითარება;

ბ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროცესის სრულყოფა;

გ) შეფასების მექანიზმების გაუმჯობესება;

დ) ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება;

ე) სამედიცინო მომსახურების ხარისხის სახელმწიფო რეგულირების სისტემის სრულყოფა და ქმედითუნარიანობის გაზრდა.

თავი II

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი

    მუხლი 8. კომპონენტის ამოცანები      

კომპონენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სტანდარტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშის საფუძველზე დადგენილი წესით დაფინანსების უზრუნველყოფა;       

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული (დიპლომის მქონე) პირის დახელოვნება შესაბამის საექიმო სპეციალობაში და კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება შესაბამისი პროფილის კლინიკაში (როგორც სტაციონარულ, ასევე, ამბულატორიულ) რეზიდენტის პრაქტიკული მუშაობის გზით;

გ) რეზიდენტურაში მზადების პერიოდში რეზიდენტის მიერ წარმოებული პრაქტიკული საქმიანობის მეთვალყურეობის უზრუნველყოფა სათანადო კვალიფიკაციის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მიერ და ანგარიშების მომზადება.

    მუხლი 9. კომპონენტის განხორციელების გეგმა

ა) სარეზიდენტო მზადების პროგრამ-დირექტორებთან შეთანხმებით რეზიდენტთა მზადების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკების (როტაციების გრაფიკი) მომზადების უზრუნველყოფა;

ბ) კლინიკებში რეზიდენტთა მზადების მონიტორინგის უზრუნველყოფა;

გ) მზადების შუალედური შეფასების უზრუნველყოფა;

დ) კურსდამთავრებული რეზიდენტების მომზადების დონის საბოლოო შეფასების უზრუნველყოფა.

    მუხლი 10. კომპონენტის მოსარგებლეები

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული 23 რეზიდენტის მზადების დაფინანსება. 2010 წლის 31 დეკემბრისათვის სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 23 რეზიდენტი.

    მუხლი 11. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია

რეზიდენტები მზადებას გაივლიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის შესაბამისად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით სარეზიდენტო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 12. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2010 წელს გათვალისწინებულია 22 600 (ოცდაორი ათას ექვსასი)  ლარი, თანდართული ცხრილის შესაბამისად (დანართი №2).

თავი III

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების რეფორმის მხარდაჭერის კომპონენტი

    მუხლი 13. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების შემუშავება/გადახედვა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (გამოცდის ფორმატი, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესება და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციების) მომზადება.

    მუხლი 14. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია

1. კომპონენტი ითვალისწინებს მომსახურების (რომლის მიზანია ტექნიკური დავალების შედგენა) შესყიდვას საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვის, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (გამოცდის ფორმატი, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესებისა და პროფესიული სტანდარტების შემუშავების მიზნით და შესყიდული ტექნიკური დავალების შესაბამისად, საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების შემუშავება /გადახედვას, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარებისა და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციების) მომზადებას.

2. კომპონენტის განხორციელებისას გამოყენებულ იქნება შემდეგი პრინციპები:

ა) საექიმო სპეციალობები, რომელთათვისაც განხორციელდება დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების შემუშავება/გადახედვა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების გაუმჯობესება და პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციების) მომზადება მიმდინარე ეტაპზე,  განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მედიცინის დარგის პრიორიტეტულობისა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით;

ბ) საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/ სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვის, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (გამოცდის ფორმატი, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესებისა და პროფესიული სტანდარტების შემუშავების მიზნით შესყიდული ტექნიკური დავალების შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ;

გ) მომწოდებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამები, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარები, საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტები (კომპეტენციები)) შეფასების მიზნით, დარგის სპეციალისტებისაგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ცალკეული საექიმო სპეციალობისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (ტესტ-კითხვარები) და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციების) შესყიდვა განხორციელდება ერთიანი პაკეტის ფარგლებში ერთი მომწოდებლისგან.

4. დეტალურ სამუშაოთა აღწერილობას, რომელიც ითვალისწინებს საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/ სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვის, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (გამოცდის ფორმატი, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესებისა და პროფესიული სტანდარტების შემუშავების მიზნით მომსახურების (ტექნიკური დავალების) შესყიდვას, შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე; ხოლო საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების შემუშავება/გადახედვა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციების) მომზადება განხორციელდება შესყიდული  ტექნიკური დავალების თანახმად.

5. შესყიდვის პროცედურებს, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.

6. მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამები, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმები (სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტები (კომპეტენციები)) შეფასება განხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილ სამუშაო ჯგუფის მიერ, ამის შემდგომ, არსებული დასკვნის თანახმად, მომწოდებელი უზრუნველყოფს დოკუმენტების საბოლოო ვარიანტის მომზადებას.

7. მომწოდებელს დოკუმენტების (დიპლომისშემდგომი განათლების/ სარეზიდენტო პროგრამები, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარები და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტები (კომპეტენციები)) საბოლოო ვარიანტის მომზადებისათვის დაუწესედება განსაზღვრული გონივრული ვადა; ამ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტების მიღება, ასევე, განხორციელდება დარგის სპეციალისტებისაგან შექმნილი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე.

    მუხლი 15. კომპონენტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და კომპონენტის განხორციელების გეგმა

1. კომპონენტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებია:

ა) საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/ სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვის, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (გამოცდის ფორმატი, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესებისა და პროფესიული სტანდარტების შემუშავების მიზნით მომსახურების (რომლის მიზანია ტექნიკური დავალების შედგენა) შესყიდვა ექსპერტის/ექსპერტებისაგან;

ბ) ტექნიკური დავალების შესაბამისად, ექსპერტის/ორგანიზაციის მიერ დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/ გადახედვა;

გ) ტექნიკური დავალების შესაბამისად, ექსპერტის/ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების შემუშავება;

დ) ტექნიკური დავალების შესაბამისად, ექსპერტის/ორგანიზაციის მიერ პროფესიული სტანდარტების მომზადება;

ე) მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასება/ექსპერტიზა.

 2. კომპონენტის განხორციელების გეგმა 2010 წლის განმავლობაში მოცემულია შემდეგ ცხრილში:

 

 

I

თვე

II თვე

III თვე

IV თვე

V თვე

VI თვე

VII თვე

VIII თვე

IX თვე

X თვე

XI თვე

XII თვე

1.

მომსახურების (რომლის მიზანია ტექნიკური დავალებების შედგენა)  შესყიდვა დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზი-დენტო პროგრამების მომზადება/გადახედვის,  სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (გამოცდის ფორმატი, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესებისა და  პროფესიული სტანდარტების მომზადების მიზნით

 

 

 

 

X

X

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

მომსახურების მომწოდებელთა შერჩევა დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზი-დენტო პროგრამების მომზადება/გადახედვის,  სახელმწიფო სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარებისა და  პროფესიული სტანდარტების მომზადების მიზნით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

ტექნიკური დავალებების შესაბამისად, დიპლომისშემდგომი განათლების /სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

X

 

 

 

 

4.

ტექნიკური დავალებების შესაბამისად,  სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების შემუშავება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

X

 

 

 

 

5.

ტექნიკური დავალებების შესაბამისად, პროფესიული სტანდარტების მომზადება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

X

 

 

 

 

6.

დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზი-დენტო პროგრამების, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების, საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციები) შეფასების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

7.

მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასება/ექსპერტიზა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

 

 

8.

დოკუმენტების საბოლოო ვარიანტის მომზადება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

 

 

    მუხლი 16. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2010 წელს გათვალისწინებულია 177 400 (ასსამოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი)  ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

რაოდენობა

ერთეულის

ღირებულება

(ლარი)

ღირებულება სულ

(ლარი)

1.

მომსახურების (რომლის მიზანია ტექნიკური დავალებების შედგენა) შესყიდვა დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვის,  სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (გამოცდის ფორმატი, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესებისა და  პროფესიული სტანდარტების მომზადების მიზნით

1

3 000

3 000

2.

ტექნიკური დავალებების შესაბამისად, დიპლომისშემდგომი განათლების /სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვა

25

2 000

50 000

3.

ტექნიკური დავალებების შესაბამისად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების შემუშავება

25

2 916

72 900

4.

ტექნიკური დავალებების შესაბამისად, პროფესიული სტანდარტების მომზადება

26

1000

26 000

5.

მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასება/ექსპერტიზა

 

51

500

25 500


დანართი №2

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მზადების ხარჯთაღრიცხვა

 (იანვარი – დეკემბერი)

ხარჯების დასახელება

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

ჯამი

1

რეზიდენტების რაოდენობა (თვის დასაწყისში)

23

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

 

2

რეზიდენტების რაოდენობა (საშუალოდ თვეში – დამთავრების შემდეგ)

14

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

 

3

რეზიდენტების სტიპენდია

476

170

170

170

170

170

170

255

170

170

170

170

2431

4

ლოკალური ხელმძღვანელების ანაზღაურება

994

355

355

355

355

355

355

180

355

355

355

355

4724

5

პროგრამ-დირექტორების რაოდენობა

14

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

 

6

პროგრამ-დირექტორების რაოდენობა (საშუალოდ თვე-ში – დამთავრების შემდეგ)

9

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

5

 

7

პროგრამ-დირექტორების ანაზღაურება

954

530

530

530

530

530

530

265

530

530

530

530

6519

8

სხვა საქონელი და მომსახურება

526

200

200

200

200

200

200

300

200

200

200

200

2826

 

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოფისის ხარჯი

326

100

100

100

100

100

100

150

100

100

100

100

1476

 

კომუნალური ხარჯები

200

100

100

100

100

100

100

150

100

100

100

100

1350

 

სულ:

2950

1255

1255

1255

1255

1255

1255

1000

1255

1255

1255

1255

16500

 

სხვა (ცენტრის) ხარჯები

1090

465

465

465

465

465

465

465

465

465

465

360

6100

 

სულ:

4040

1720

1720

1720

1720

1720

1720

1465

1720

1720

1720

1615

22600