,,2006/07 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის №140 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 30/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.000.580
  • Word
196
25/10/2006
სსმ, 147, 30/10/2006
430.030.000.10.003.000.580
,,2006/07 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის №140 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2006 წლის 25 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,2006/07 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის №140 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად, ,,2006/07 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის №140 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №96, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი:

,,61. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების დაფინანსების შემდეგ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ 2006 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებმაც ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვერ მიიღეს დაფინანსება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.“;

ბ) დადგენილების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული რაოდენობისა და ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტების დაფინანსების შემდეგ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. ამ სტუდენტების სწავლის საფასური შეივსება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი