დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 11/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.014319 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/03/2010 - 14/06/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.319
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №52
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).
3. 2010 წლის 1 აპრილამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტმა უზრუნველყოს მოქმედი ნოტარიუსების რეესტრში რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა
| № | ნოტარიუ-სის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი | სამუშაო ადგილის მისამართი | ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები | რეესტრში რეგისტრა-ციის თარიღი | ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები | რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1
1. ნოტარიუსთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის ნოტარიუსების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველო ელექტრონული ფორმით. ნოტარიუსთა რეესტრი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე.
მუხლი 2
რეესტრის ფორმა (დანართი №1) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
ბ) სანოტარო ბიუროს მისამართი;
გ) ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები;
დ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;
ე) ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები;
ვ) რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი;
ზ) შენიშვნა.
მუხლი 3
1. რეესტრში ნოტარიუსს ენიჭება შესაბამისი ნომერი, რაც განისაზღვრება ნოტარიუსთა თანამდებობაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით.
2. ნოტარიუსების შესახებ მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა რეესტრიდან
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები