დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის №16/ნ ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 12/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.014337 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.337
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №16/ნ
2010 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2006, №41, მუხ. 476) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2) დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს დირექტორის მოადგილე.“
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, გარდა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები