დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 22/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №377
2007 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
3. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი.
4. მინისტრის ბიუროს უფროსი.
5. სააღსრულებო დეპარტამენტის:
ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;
გ) დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;
დ) სააღსრულებო ბიუროს უფროსი;
ე) სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს უფროსი;
ვ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, განყოფილების ჯგუფის უფროსი, განყოფილების ჯგუფის პოლიციელი;
ზ) საგამოძიებო სამმართველოს უფროსი;
თ) საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ი) საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების გამომძიებელი.
6. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის:
ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე;
გ) პრობაციის ბიუროს უფროსი.
7. სასჯელაღსრულების სისტემაში:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის თანაშემწე, თავმჯდომარის მრჩეველი;
ბ) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულის უფროსი და მისი მოადგილე;
გ) დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი, საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების უფროსი ინსპექტორი, შეიარაღებისა და ტექნიკის უფროსი ინსპექტორი, საბრძოლო მომზადების ინსპექტორი, უფროსი სოციალური მუშაკი, სოციალური მუშაკი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი მორიგე ინსპექტორი, უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, მორიგე ინსპექტორი, მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის თანაშემწე, ოცეულის მეთაური, ოცეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაურის თანაშემწე, ყარაულის უფროსი, ყარაულის უფროსის თანაშემწე, გუშაგი, მებრძოლი, გუშაგ-მებრძოლი;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე) სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, კონტროლის ინსპექტორი, კონტროლიორი, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი, კადრების ინსპექტორი, კორპუსის უფროსი, სოციალური მუშაკი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები