დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 26/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.014257 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.257
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №14/ნ
2010 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას მიენიჭოს საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი ვოვა ვეკუას სახელი და ეწოდოს ,,ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლა“.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში გათვალისწინებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხაში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლები
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | ჩხალთის საჯარო სკოლა | ზემო აფხაზეთის სოფ. ჩხალთა | დაწ-საბ-საშ |
| 2 | აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა | დაბა ჩხოროწყუ, სტალინის ქ. №5 | დაწ-საბ-საშ |
| 3 | აფხაზეთის №2 საჯარო სკოლა | თბილისი, ვაშლიჯვარი, გელოვანის ქ. №4 | დაწ-საბ-საშ |
| 4 | აფხაზეთის №8 საჯარო სკოლა | თბილისი, წყნეთი, გრიშაშვილის ქ. №1 | დაწ-საბ-საშ |
| 5 | ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლა | თბილისი, „თბილისის ზღვა“ ყოფილი პროფკავშირების სასწავლო ცენტრი | დაწ-საბ-საშ |
| 6 | გენწვიშის საჯარო სკოლა | ზემო აფხაზეთი, სოფ. გენწვიში | დაწ-საბ-საშ |
| 7 | აფხაზეთის №5 საჯარო სკოლა | ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. №6ა | დაწ-საბ-საშ |
| 8 | აფხაზეთის შარტავას სახ. №6 საჯარო სკოლა | ქუთაისი, ნიკეას ქ. №15 | დაწ-საბ-საშ |
| 9 | თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა | სენაკი, ყოფილი სამხედრო დასახლების სკოლის შენობა | დაწ-საბ-საშ |
| 10 | აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა | ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. №222 | დაწ-საბ-საშ |
| 11 | აჟარის საჯარო სკოლა | ზემო აფხაზეთი, სოფელი აჟარა | დაწ-საბ-საშ |
| 12 | აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა | ქ. ზუგდიდი, ქუჯის №10 | დაწ-საბ-საშ |
| 13 | აფხაზეთის №12 საჯარო სკოლა | ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №1 | დაწ-საბ-საშ |
| 14 | აფხაზეთის №13 საჯარო სკოლა | გალის რაიონის სოფ. ნაბაკევი | დაწ-საბ-საშ |
| 15 | აფხაზეთის №14 საჯარო სკოლა | ზუგდიდი, სოფ. ახალკახათი | დაწ-საბ-საშ |
| 16 | აფხაზეთის №15 საჯარო სკოლა | ზუგდიდის რაიონის სოფ. ზედა ეწერი | დაწ-საბ-საშ |
| 17 | აფხაზეთის №16 საჯარო სკოლა | გალის რაიონი, სოფელი ოტობაია | დაწ-საბ-საშ |
| 18 | აფხაზეთის №21 საჯარო სკოლა | ქ. ფოთი, ტაბიძის ქ. №12 | დაწ-საბ-საშ |
| 19 | აფხაზეთის №22 საჯარო სკოლა | ბორჯომის რაიონი, დაბა ლიკანი, მესხეთის ქ. №39 | დაწყებითი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები