„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”

  • Word
„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 18/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 18/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.250
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
18/09/2006
სსმ, 128, 18/09/2006
110.060.000.39.036.009.250
„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს გენერალური პროკურორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/09/2006 - 29/12/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                                                      110.060.000.39.036.009.250

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

 

ბრძანება 17

 

2 006 წლის 18 სექტემბერი

 

. თბილისი

 

სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,პროკურატურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -6 პუნქტის ,,და ,,ქვეპუნქტების შესაბამისად , ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანდართული დებულება .

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

                         . ადეიშვილი

 

დანართი

სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურა (შემდგომშისაოლქო პროკურატურა ) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო , რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , ,,პროკურატურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონით , საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით , ამ დებულებით , საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომშიგენერალური პროკურორი ) სამართლებრივი აქტებით .

2. საოლქო პროკურატურის იურიდიული მისამართია :

3. საოლქო პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი .

4. საოლქო პროკურატურას აქვს საკუთარი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დასახელებით .

 

მუხლი 2. საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია :

) კანონის უზენაესობა ;

) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა ;

) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ;

) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება ;

) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი .

 

     მუხლი 3. საოლქო პროკურატურის საქმიანობის სფერო

საოლქო პროკურატურა გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით :

) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას ;

) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ;

) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას ;

) ზედამხედველობს ოპერატიულ -სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ;

) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების , წინასწარი პატიმრობის , თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში , რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს ;

) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას ;

) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ;

) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში ;

) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს .

   

მუხლი 4. საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობა

1. საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურორი (შემდგომშისაოლქო პროკურორი ), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .

2. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე -ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე ,

3. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით .

4. საოლქო პროკურორი :

) ახორციელებს საოლქო პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;

) ანაწილებს მოვალეობებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა შორის ;

) აკონტროლებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას ;

) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს საოლქო პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;

) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელო -ბასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის , სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესა -ხებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ;

) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს , გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს ;

) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ , აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადას -ხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე ;

) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე ;

) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ;

) ამოწმებს ქვემდგომი (საოლქო და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების ) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილე -ბების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს , შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილე -ბებზე ;

) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების , მითითებების , დავალებების , საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის გადაწ -ყვეტილებების შესრულებას ;

) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით , ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე , იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს , რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის ;

) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალკეულ დავალებებს , აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს .

5. საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე , რომელ -საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .

6. საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე -ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე .

7. საოლქო პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საოლქო პროკურორის მოადგილე .

 

მუხლი 5. საოლქო პროკურატურის სტრუქტურა

1. საოლქო პროკურატურა შედგება საოლქო პრო -კურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან , რომელთა ამოცანები , ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით .

2. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია :

) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილება :

) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება );

) კანცელარია .

   

მუხლი 6. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილების ამოცანებია :

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტო -რიულ ორგანოებში ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ; აღნიშნული ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამ -ხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა .

2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება .

3. კანცელარიის ამოცანებია :

საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების ორგა -ნიზება და არქივის წარმოება ; საოლქო პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან , ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების , აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი .

 

    მუხლი 7. განყოფილების უფროსი

1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც , დადგენილი წესით , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .

2. განყოფილების უფროსი :

) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;

) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის , უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას , ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე ;

) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ;

) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს , მასალებსა და სხვა დოკუმენტებს ;

) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს ;

) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ;

) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს , განცხადებებსა და საჩივრებს , აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას ;

) საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით , უზრუნველყოფს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას ;

) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;

) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს ;

) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე .

   

მუხლი 8. საოლქო პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი

1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან :

) პროკურორები ;

) უფროსი გამომძიებლები ;

) კანცელარიის უფროსი ;

) სპეციალისტი .

2. საოლქო პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საშტატო განრიგით , რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი .

3. პროკურორები :

) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას ;

) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში ;

) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის , მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას ;

) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას ;

) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .

4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა -ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს .

5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას , ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით .

6. სპეციალისტი უზრუნველყოფს საოლქო პროკუ -რატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას , ახდენს შემოსული და გასული დოკუმენ -ტების , ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას , ასრულებს საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს .

   

მუხლი 9. დასკვნითი დებულება

სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებუ -ლების გაუქმება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პრო -კურორის ბრძანებით .