„იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 54/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 26/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 470010000.22.035.014267
  • Word
54/ნ
26/02/2010
სსმ, 23, 26/02/2010
470010000.22.035.014267
„იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.014.267

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №54/ნ

2010 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებით (სსმ III, 03.04.2003 წ., №26, მუხ. 239) დამტკიცებული იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალში, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეპილეფსია (ადეკვატური ანტიეპილეფსიური მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს მე-8 და მე-9 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„8. თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებანი ტვინის მყარად გამოხატული კეროვანი დაზიანების მოვლენებით (ჰემი – პარაბლეგიები; ღრმა ჰემი – პარაპარეზები; სივრცეში და დროში ორიენტაციის დარღვევა; აკინეტიკო-რიგიდული სინდრომი):

ა) თავის ტვინში ჰემორაგიული, იშემიური ან შერეული ტიპით მწვავე სისხლის მიმოქცევის მოშლა;

ბ) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა – დისცირკულაციური ენცეფალოპათია III სტადიაში;

გ) პირველადი (არატრამვული) სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა ინსტრუმენტული გამოკვლევებით დადასტურებული.

9. ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაავადებანი ტვინის კეროვანი დაზიანების მყარად გამოხატული მოვლენებით (ჰემი – და პარაპლეგიები; ღრმა ჰემი – და პარაპარეზები).“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ა. კვიტაშვილი