„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 10/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 070010010.22.027.014312
  • Word
48
09/03/2010
სსმ, 25, 10/03/2010
070010010.22.027.014312
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.014.312

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №48

2010 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ბიუროს უფროსის ხელმოწერით მოწოდებული, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების შესაბამისი ბუღალტრის (შემდგომში – ბუღალტერი) მიერ დამუშავებული ყოველთვიური მონაცემები სახელმწიფო ბიუჯეტის და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშებზე გადარიცხული თანხების შესახებ მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე გადაეცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის (სამსახურის) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილებას..

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. აღსრულების საფასურის, ხარჯების და სხვა შემოსავლების აღრიცხვა, ხარჯების მიზნობრიობის კონტროლი, ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშების მართვა

1. აღმასრულებელი ვალდებულია აწარმოოს ანგარიში, ხოლო ბიუროს უფროსი და ბუღალტერი ვალდებულნი არიან აკონტროლონ სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული აღსრულების ხარჯები იმ საქმეებზე, რომელზეც კანონით გათვალისწინებულია ასეთი ხარჯები. აღსრულების ხარჯების სახეობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ანგარიშთან ერთად საქმეს თან ერთვის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას სააღსრულებო ხარჯების აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, რომელშიც ფიქსირდება შესაბამისი საქმის ნომერი, კრედიტორის დასახელება, მიღებული თანხის ოდენობა მიღების თარიღის მითითებით, აგრეთვე თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ბუღალტრის მიერ დამოწმებული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ვერსია იკინძება და ზონარგაყრილი ინახება აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

3. ბუღალტერი და აღმასრულებელი აწარმოებენ ანგარიშს თითოეული სააღსრულებო წარმოების აღსრულების საფასურის შესახებ. აღმასრულებელი წარუდგენს ბუღალტერს კონკრეტულ წარმოებაზე ამოსაღები და კრედიტორისათვის დასაბრუნებელი საფასურის და შესაბამისი თანხების შესახებ ინფორმაციას. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელია ბიუროს უფროსის და ბუღალტრის ერთობლივი თანხმობა. ფინანსურ დოკუმენტაციაზე ხელს აწერენ ბიუროს უფროსი და ბუღალტერი. ასეთი დოკუმენტაცია მოწმდება ბიუროს ბეჭდით.

4. ბიუროს ანგარიშზე შემოსული საფასურის და სხვა შემოსავლების აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მიმართვას, ასევე ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის (ანგარიშების) მართვას ახორციელებენ ბიუროს უფროსი და ბუღალტერი.

5. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური ჯგუფის უფროსი, სპეციალური ჯგუფის აღმასრულებელი და შესაბამისი ბუღალტერი..

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                            ზ. ადეიშვილი