„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 10/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.014311
  • Word
47
09/03/2010
სსმ, 25, 10/03/2010
040030000.22.027.014311
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.311

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №47

2010 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის     2010 წლის 9 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1 . „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №29 ბრძანებაში (სსმ. III, 2010წ., №15, მუხ. 177) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., 143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, შიდა ინსპექტირების სამსახურის, ეკონომიკური სამსახურის და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საქმიანობას.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (სამსახური), რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება;

ა.ბ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;

ა.გ) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) შიდა ინსპექტირების სამსახური;

გ) რეგიონული ზედამხედველობის სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) აღსრულების პოლიციის სამმართველო, რომლის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;

ზ) ეკონომიკური სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ზ.ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ზ.ბ) ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ზ.გ) შესყიდვების განყოფილება;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ი) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;

ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;

გ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზებას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;

ე) აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;

ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

ზ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;

ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

კ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განახორციელებას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება, „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განახორციელებას უზრუნველყოფს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება.

3. შიდა ინსპექტირების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სისტემის მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, სისტემის საფინანსო საქმიანობის კონტროლს და ამ მიზნით შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას;

გ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებას, მათზე შესაბამის რეაგირებას;

დ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი დასკვნების შედგენასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირებას, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;

ზ) კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს, პირთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14 14 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანების შესაბამისად;

თ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.

4. რეგიონული ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების და აღსრულებლების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას და შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მათ ინფორმირებას;

ბ) სააღსრულებო ბიუროებში სააღსრულებო წარმოებების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამისი მითითებების გაცემას;

გ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას – მონაცემთა დროულად რეგისტრაციას, შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების მომზადებას მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;

ე) აღსრულებასთან დაკავშრებით შემოსული განცხადებების განხილვასა და მათზე შესაბამის რეაგირებას;

ვ) სააღსრულებო პრაქტიკის შესწავლას, ანალიზს, განზოგადებას და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ადგილზე შემოწმებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლს;

თ) აღსულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე აუქციონთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

5. იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენას;

გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

დ) აღსრულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების შესწავლას და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;

ე) სასამართლო ორგანოებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა ტრენინგებსა და სწავლებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, აღსრულებასთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადებას;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა სამართლებრივი სახის დავალებების შესრულებას.

6. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას;

გ) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას, მათ შევსება-სრულყოფას, სააღსრულებო საქმისწარმოებისა და მოვალეთა რეესტრის ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

7. ეკონომიკური სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;

გ) გამოყოფილი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების წარმოდგენას;

დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის ფორმის განსაზღვრას;

ე) ტენდერის გამოცხადების ორგანიზებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვასა და ორგანიზებას;

ზ) ბალანსის მომზადებას;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრცხვის პროექტის შემუშავებას;

ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

კ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

ლ) ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;

მ) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;

ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;

ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების დაფინანსებას;

პ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვას;

ჟ) ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება, „ბ“, „დ“, „ე“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს შესყიდვების განყოფილება, „ა“, „ი“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

9. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების აღსრულების სისტემებთან აქტიურ ურთიერთობას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებით სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზებას;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადებას, უცხოეთიდან მიღებული კორესპონდენციის შესაბამის დამუშავებას, გავრცელებასა და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

10. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ბ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავებას და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

გ) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიებას, მოზიდვას, შერჩევას, დაქირავებას, ასევე მოხელეთა საკადრო რეზერვის შექმნასა და მათ მიზნობრივ გამოყენებას;

დ) თანამშრომელთა დენადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მუდმივად შეგროვებასა და ანალიზს;

ე) დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებას და სტაჟიორების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;

ვ) თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვას – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრას და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებას;

თ) თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;

ი) ეფექტური და ობიექტური – გამჭვირვალე შეფასების სისტემაზე დაფუძნებული პრემირების სისტემის დანერგვას;

კ) კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მაღალგანვითარებული კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებების (გამოკითხვები, არაფორმალური შეხვედრები და ა.შ.) ჩატარებას;

ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესისა და თანამშრომლის სახელმძღვანელოს შემუშავებას და მოსამსახურეებისათვის გაცნობას;

მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;

ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;

ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;

პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ჟ) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

რ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას და აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის მისანიჭებელი საიდენტიფიკაციო ნომრის განსაზღვრას;

ს) იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას;

ტ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.“.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი