„ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
„ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.151.016002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
17/09/2010
სსმ, 30, 27/09/2010
040110030.35.151.016002
„ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/09/2010 - 27/02/2015)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის  17  სექტემბერი

დაბა  სტეფანწმინდა

ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულის ქონების  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის  ფორმისა და საკუთრების  მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის  ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საკუთრების მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილება „ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების)  ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. მალანია

დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების

მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ო ქ მ ი  №

 დაბა სტეფანწმინდა                                                                     „-----“------------“ 201     წ.

1. წინამდებარე ოქმი გაიცა–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.

2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალიტეტის ქონების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მოძრავი ნივთის შემთხვევაში მისი მაიდენტიფიცირებელი №), ქონების საწყისი ფასი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ციფრებით, სიტყვიერად

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 201   წლის „--------„-----------------„ მოწყობილ აუქციონზე, მის მიერ შემოთავაზებული ფასის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                              ციფრებით, სიტყვიერად

საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული–––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან /და სახელმწიფო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)---------------------------------------- შემდგომში ქონება.

4. მყიდველი ვალდებულია:

აუქციონში შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის  ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ საბანკო ანგარიშზე №  –––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირავოს, იპოთეკით ან/ და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.

7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრის ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

10. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამ) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად; ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.

13. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კომისიის თავმჯდომარე--------------------                              ----------------------------

                                                   ხელმოწერა                                   სახელი, გვარი

 

კომისიის წევრები:

 

 

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) -------------------------------------------------

                                                                                      ხელმოწერა                 სახელი, გვარი

 

ბ.ა.    ბეჭდის ადგილი