,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების, შენობების, ნაგებობების, კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, საოფისე-საკაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების, შენობების, ნაგებობების, კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, საოფისე-საკაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 18/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004
  • Word
357
16/06/2007
სსმ, 83, 18/06/2007
120.340.000.08.002.004
,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების, შენობების, ნაგებობების, კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, საოფისე-საკაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების, შენობების, ნაგებობების, კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, საოფისე-საკაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №357

2007 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების, შენობების, ნაგებობების, კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, საოფისე-საკაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების, შენობების, ნაგებობების, კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, საოფისე-საკაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №42, მუხლი 478) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამო-წერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს თანდართული ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება (დანართი №1).“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება“;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ,,სამინისტროებმა და შესაბამისმა დაწესებულებებმა“ ყოველ კვარტალში ერთხელ წარადგინონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიაზე განსახილველად და დასამტკიცებლად მათ ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული, ამ დებულების მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 პუნქტებში, მე-11 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებში, მე-12 პუნქტში, მე-14 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებში, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და 21-ე პუნქტებში განსაზღვრული ქონების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას.“;

ე) ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

,,21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიაზე განსახილველად და დასამტკიცებლად ,,სამინისტროებისა და შესაბამისი დაწესებულებების“ მიერ წარდგენას არ საჭიროებს იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულების მე-2 პუნქტში.

22. იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულების მე-2 პუნქტში, ჩამოიწერება ამ დებულებით განსაზღვრული წესით შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის წარდგინების საფუძველზე ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანებით.“;

ვ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ,,სამინისტროებისა და შესაბამისი დაწესებულებების“ მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტ-როს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიაში მათ ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული, ამ დებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ქონების ჩამონათვალის წარდგენისას, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ცნობა, რომ მათზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები.

4. ,,სამინისტრო და შესაბამისი დაწესებულება“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ დამტკიცებულ ჩამონათვალში შემავალი შესაბამისი ქონების ჩამოწერის აქტებს ცნობისათვის წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.“;

ზ) ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. ,,სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულების“ მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობის სახით აგრეთვე წარედგინება ინფორმაცია იმ ქონების ჩამოწერის შესახებ, რომე-ლიც არ არის განსაზღვრული ამ დებულების მე-2 პუნქტში.“;

თ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სადესანტო საბრძოლო მანქანები, საბრძოლო სადაზვერვო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, დაჯავშნული სადაზვერვო-სამზირი მანქანები, ტანკებისა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, ქვეითთა და სადესანტო-საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სადაზვერვო-სამზირი მანქანების ბაზები, რომლებზეც დამონტაჟებულია შეიარაღებისა და ტექნიკის სახეობები, ჯავშანსატანკო ტექნიკის რემონტის, ევაკუაციისა და ტექნიკური მომსახურების მოძრავი საშუალებები, ასევე სამხედრო დანიშნულების ბორბლებიანი მანქანები, ტრანსპორტიორები და გამწეები, მრავალღერძიანი ბორბლებიანი შასი და მრავალღერძიანი მძიმე ბორბლებიანი გამწეები, მუხლუხებიანი მანქანები (მუხლუხებიანი გამწეები, ტრანსპორტიორი-გამწეები და ტრანსპორტიორები), საბაზო ბორბლებიანი და მუხლუხებიანი შასი, რომლებიც გამოიყენება შეიარაღებისა და ტექნიკის სხვადასხვა სახეობების მონტაჟისათვის, მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები.

ბ) არასამხედრო დანიშნულების ბორბლებიანი მანქანები და მათი ტექნიკური მომსახურების მოძრავი საშუალებები.“;

ი) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

კ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 51-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. დაშლის მომენტიდან, არა უგვიანეს ათი დღისა, კრებსითი აქტის ერთი ეგზემპლარი იგზავნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიაში, მეორე რჩება ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ უზრუნველყოფის ქვედანაყოფში, მესამე რჩება ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ხოლო მეოთხე ცნობისათვის გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიას ეგზავნება მხოლოდ იმ დაშლილი ქონების კრებსითი აქტი, რომლებიც განსაზღვრულია ამ დებულების მე-2 პუნქტში.“;

ლ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 56-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,56. მატერიალური საშუალებების განადგურების, არაკანონიერი ან ნორმის ზევით გახარჯვის, ძარცვა-დატაცების, ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის ან დაკარგვის შემთხვევაში, ამორიცხვა აღრიცხვის წიგნიდან და ჩაწერა დანაკარგებისა და დანაკლისის (ზარალის) წიგნში ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის წარდგინების საფუძველზე ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანებით. ამასთან, ამ დებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონების ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანებით აღრიცხვის წიგნიდან ამორიცხვა და შესაბამისი სამსახურის დანაკარგებისა და დანაკლისის (ზარალის) წიგნში ჩაწერა ხორციელდება, მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიაზე მოხსენების შემდგომ.“;

მ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 57-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ნ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 64-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,64. ამ დებულების მე-2 პუნქტში განსაზღვრული დაკარგული ქონების ჩამოწერის შესახებ შუამდგომლობა, მიუხედავად დაკარგული ქონების კუთვნილებისა, ყველა შემთხვევაში, ზიანის მთლიანი თანხის მითითებით წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი