„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230100000.22.033.014305
  • Word
162
05/03/2010
სსმ, 24, 05/03/2010
230100000.22.033.014305
„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.014.305

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №162

2010 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., 22 დეკემბერი, №172, მუხლი 2320) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო); საბაჟო საწყობი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონელი რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციით ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას ახალი აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე (გარდა სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ით დეკლარირებული ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2“-ით (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა).“.

3. მე-9 მუხლის 91 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2).“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება

1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2)“ და ახორციელებს აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის გამოწერას.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირების მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;

ბ) რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.“

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) როდესაც პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20 დღის ვადაში წარადგენს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის “ბ2” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში მიტანის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 20-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:

1.ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

1.ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით;“.

6. მე-13 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია (სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).

21. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2.“.

7. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის გამოყენებით, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი