„საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230150040.22.033.014304
  • Word
161
05/03/2010
სსმ, 24, 05/03/2010
230150040.22.033.014304
„საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.040.22.033.014.304

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №161

2010 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2326) დამტკიცებულ „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო); საბაჟო საწყობი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;“.

2. მე-9 მუხლის 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.

3. მე-10 მუხლის     მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირების მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;

ბ) რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი