„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014302
  • Word
159
05/03/2010
სსმ, 24, 05/03/2010
230210000.22.033.014302
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.302

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №159

2010 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლისა და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

ა) მე-8 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, რომელთაც წარმოშობის განსხვავებული ქვეყნები აქვთ, გრაფაში ჩაიწერება „სხვადასხვა“, ხოლო თუ დეკლარაციის ძირითადი ფურცლის 34-ე გრაფაში მითითებულია „999“, მე-16 გრაფაში საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელების ნაცვლად აღინიშნება „999“.“;

ბ) მე-8 მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. გრაფა 34 „წარმოშობის ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის 34-ე გრაფაში აღნიშნულია „999“, მაშინ გრაფაში ჩაიწერება „999“.“;

გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.

გრაფები 3, 5, 6, 7, 9, 11, 13, 16, 19, 20, 22, 23, 24, 25, 26, 28, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 43, 46, 47, 48, 49, 54, A, B, C ივსება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექცევა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში უკან დაბრუნების პირობით, მაშინ 31-ე გრაფაში ჩაიწერება სიტყვები: „დაბრუნების პირობით“.“;

დ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლა-სიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად. თუ საქონელი არ გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით, გრაფაში აღინიშნება საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) კოდი (420 ან 421) კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად, ხოლო დეკლარაციის უკანა გვერდზე მიეთითება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) მითითებისას, იმ შემთხვევაში, თუ მათი ნომრები აღებულია თანმიმდევრობით, მიეთითება პირველი და ბოლო ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით.“;

2. ბრძანების პირველი მუხლის „პ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) „ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი

 

დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TIR-წიგნაკი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

015

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

016

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა.

018

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

024

ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

030

ფიტო-სანიტარული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

034

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

035

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

036

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

037

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

045

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

047

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

062

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია



063

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

064

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

070

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლე-ბული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

071

მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) სტიკერიანი ფურცლის სათანადოდ დამოწმებული ასლი

072

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა 3

073

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4

200

ავტომანქანის სახელმწიფო

201

რკინიგზის ვაგონი,

202

თვითმფრინავი, რეისი

203

გემი, რეისი

204

კონტეინერი,

210

წინმსწრები დეკლარაციის : A-

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

341

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

342

საბაჟო შეტყობინება

345      

აწონვის ქვითარი

420

საბაჟო ორგანოს მიერ დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

421

დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაბაჟო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

444

დამატებითი ინფორმაცია საქონელზე

445

წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება

446

სასაქონლო ზედნადები

 

3. ბრძანების პირველი მუხლის „უ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციიის (დანართი №20):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქონელი“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული თარიღიდან.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“;

დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. TIR-წიგნაკით გადაადგილებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.“.

4. ბრძანების პირველი მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №24) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქონელი“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“.

5. ბრძანების პირველი მუხლის „შ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №25):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქონელი“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704 , 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“.

6. ბრძანების პირველი მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგი-ლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გა-მოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №26):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქონელი“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი