„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 16 ივლისის N182 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 121/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 21/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016001
  • Word
121/01
16/09/2010
სსმ, 120, 21/09/2010
220090000.18.011.016001
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 16 ივლისის N182 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანის პრეზიდენტის

ბრძანება №121/01

2010 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 16 ივლისის №182 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის 16 ივლისის №182 ბრძანებით (სსმ III, 16.07.2008წ., №101, მუხ.1136) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სწორად შევსებული აკრედიტივის განაცხადი უნდა მოიცავდეს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს; განაცხადის ყველა გვერდი, დანართების ჩათვლით, დამოწმებული უნდა იყოს ორი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.“.

2. წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საერთაშორისო საფინანსო (სუპრანაციონალური) ინსტიტუტის მიერ მიმღების ან მიმღების ბანკის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი.“.

3.  წესის მე-4 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:

„31 პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული უზრუნველყოფით გახსნილი აკრედიტივის შემთხვევაში, აკრედიტივის თანხის ანაზღაურების ვალდებულება გადადის საგარანტიო წერილის გამცემ ორგანიზაციაზე.“.

4. წესის მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11 მესამე მხარის მიერ საგარანტიო წერილის საფუძველზე გახსნილი აკრედიტივის შემთხვევაში თანხების დეპონირება არ ხდება.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით აკრედიტივებით ოპერაციების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ქადაგიძე