„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.014279
  • Word
2
25/02/2010
სსმ, 24, 05/03/2010
300320000.16.009.014279
„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.014.279

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების                    მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის დადგენილება №2

2010 წლის 25 თებერვალი

ქ. ქუთაისი

„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1.

 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის   8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში“ (სსმ III, 1999 წ, №44 (51), მუხლი 798), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის მიზანი

„1. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა, რომელიც გამოყენებულ იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დასადგენად.

2. ტარიფების მეთოდოლოგია (შემდგომში – მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტ ასახვას ტარიფების სისტემებში.

3. ეს მეთოდოლოგია და მის შესაბამისად დამტკიცებული ტარიფები არ ვრცელდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დერეგულირებულ საქმიანობებზე.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეთოდოლოგია ვრცელდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების და გატარების მომსახურებებსა და მოხმარების სფეროებზე; უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის სექტორში ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ. „განაწილების ლიცენზია“ – საქმიანობის ლიცენზია ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაზე, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს, განახორციელოს განაწილებისა და გატარების მომსახურება (შემდგომში, ასევე „განაწილება“ და „გატარება“) ბუნებრივი გაზის კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ. „განაწილების ტარიფი“ – განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე გაწეული განაწილების მომსახურების ფასი;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1. „გატარების ტარიფი“ – განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე გაწეული გატარების მომსახურების ფასი;“;

დ) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. “ტარიფები“ – ფასების განაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების და მოხმარების სტადიებზე.

ღ. „ტრანსპორტირების ლიცენზია“ – საქმიანობის ლიცენზია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობაზე, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს ტრანსპორტირების სისტემას ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;“.

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მეთოდოლოგია ეყრდნობა ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და გატარების მომსახურებისას გაწეული მიზანშეწონილი ხარჯების სრული ანაზღაურების პრინციპს და ითვალისწინებს სექტორის ფინანსური სტაბილიზაციის ინტრესებს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ტარიფმა ხელი უნდა შეუწყოს ექსპლუატაციაში მყოფი ძირითადი ფონდების ეფექტიან გამოყენებას მათი ფაქტობრივი დატვირთვის გათვალისწინებით.“.

5. მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ზღვრული.

7. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდების ან/და მოხმარების განსხვავებული ტარიფების დადგენა შესაძლებელია მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების (ჯგუფების) მიხედვით. მომხმარებელთა კატეგორიები (ჯგუფები) შეიძლება დაიყოს:

ა) წნევების;

ბ) მოხმარების მოცულობების;

გ) ტერიტორიულ-ადმინისტრაციული საზღვრების;

დ) ტრანსპორტირების ან/და განაწილების ქსელის;

ე) და კანონმდებლობით დაშვებული სხვა კრიტერიუმების მიხედვით.“.

6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და გატარების მომსახურების საფასური შედგება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან, გადასახადებისაგან და მოგებისაგან. ტარიფის დადგენა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოებმა ამოიღონ მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები.“.

7. 111 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში გატარებული და განაწილებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;“

8.  მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. მომსახურების ტარიფები

ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები დგინდება ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებაზე, განაწილებაზე, გატარებასა და მოხმარებაზე.“.

9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. მიწოდების ტარიფი

მიწოდების ტარიფის გაანგარიშების საფუძველია მიმწოდებლის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებასთან (მათ შორის ბუნებრივი გაზის შესყიდვასა და რეალიზაციასთან) დაკავშირებული ეკო-ნომიკურად გამართლებული ხარჯები, სადაც გათვალისწინებულია ყველა სახის გადასახადი (დღგ-ის გარდა). ამ წესით გაანგარიშებულ თვითღირებულებას ემატება კაპიტალზე ამონაგები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით. ეს თანხა იყოფა მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის წლიურ საპროგნოზო მოცულობაზე. შედეგი წარმოადგენს მიწოდების ტარიფს (ლარი/1000მ3), რომელსაც ანგარიშსწორებისას ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთის შესაბამისად.“.

10. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. განაწილების და გატარების მომსახურების ტარიფები

1. ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობიდან გამომდინარე, განაწილების ლიცენზიატისთვის დგინდება განაწილების და გატარების ტარიფები.

2. ბუნებრივი გაზის განაწილების და გატარების ტარიფების გაანგარიშების საფუძველია განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციის, ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტიდან წინასწარ განსაზღვრულ პუნქტამდე გადატანის ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები. აგრეთვე ყველა სახის გადასახადები (დღგ-ის გარდა) და კაპიტალზე ამონაგები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით. მიღებულ თანხას განცალკევებულად ემატება შესაბამის მომსახურებაზე (ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების) ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები (მათ შორის ნორმატიული დანაკარგების ანაზღაურების ხარჯი საჭიროების შემთხვევაში). მიღებული სიდიდეები (თანხები) განაწილების და გატარების მომსახურებაზე განცალკევებულად იყოფა გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გადატანილ (განაწილებული და გატარებული) ბუნებრივი გაზის ჯამურ წლიურ საპროგნოზო რაოდენობაზე, რომლებსაც ანგარიშსწორებისას ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთის შესაბამისად.

3. განაწილების და გატარების მომსახურებებზე ტარიფები დგინდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლების წნევების საფეხურების მიხედვით. შესაბამის წნევის (მაღალი, საშუალო და დაბალი) საფეხურზე ტარიფის დადგენისას საცალო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მომარაგების ხარჯების გამოყოფა ხდება შესაბამის წნევის საფეხურზე არსებული მომხმარებლების ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის გამოყენებული ძირითადი ფონდების ღირებულების პროპორციულად.

4. იმ ძირითადი ფონდების ღირებულება, რომელიც ემსახურება სხვადასხვა წნევის საფეხურზე არსებულ საცალო მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგებას, გაიყოფა შესაბამის წნევის საფეხურზე საცალო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის წლიური საპროგნოზო მოცულობის პროპორციულად.“.

11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. მოხმარების ტარიფი

მოხმარების ტარიფი განსაზღვრავს განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებელთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას, რომელიც გაანგარიშდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურებისა და განაწილების ლიცენზიატის მიერ განაწილების და მიწოდების მომსახურების ღირებულების დაჯამებით. მოხმარების ტარიფი სავალდებულოა ყველა იმ პირთათვის, რომლებიც ახორციელებენ საცალო მომხარებელთათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, იმ განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით, რომელზედაც დადგენილია აღნიშნული მოხმარების ტარიფი.“.

12. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ცვლილების შესაბამისად შესაძლებელია მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების კორექტირება, თუ შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები ტრანსპორტირების, განაწილებისა და გატარების მომსახურებისას ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას.“.

13. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოცემული ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესი და მეთოდოლოგია განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სატარიფო განაცხადი.“.

14. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ 2009 წლის 31 ივლისის №1558 – რს საქართველოს კანონით ბუნებრივი გაზის სექტორში განსაზღვრული გატარების მომსახურებაზე, ანგარიშსწორებისთვის ტარიფის საწყის (პირველ) ეტაპზე დადგენის მიზნით, ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფები განისაზღვროს არსებული (მოქმედი) ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფების ოდენობით. ამ პუნქტის შესაბამისად, დადგენილი ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფების შემდგომი დადგენა განხორციელდეს ამ მეთოდოლოგიის მიხედვით სატარიფო განაცხადის საფუძველზე, ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფთან ერთად.“.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                                                               გ. ჩალაგაშვილი