დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №353
2007 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) №1 დანართით გათვალისწინებულ „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის“ შენიშვნას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით“.
მუხლი 2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები