,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 14/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.004
  • Word
352
08/06/2007
სსმ, 82, 14/06/2007
140.080.000.08.002.004
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №352

2007 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხლი 332) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171, 172 და 173 პუნქტები:

,,171. წვევამდელი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, გაწვევის დასრულებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, საკონტრაქტო პირობების შესაბამისად, გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ერთ თვემდე ვადით, რომლის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

172. ამ დებულების 6-16 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დაწყებამდე კანდიდატი დებს კონტრაქტს. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდი არ ითვლება საკონტრაქტო სამსახურის ვადაში. საკონტრაქტო სამსახურის დაწყების დღე აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დადების დღიდან.

173. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს“.

ბ) დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,18. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველო აცნობებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სამსახურს.“;

გ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს დებულების III თავი და IV თავის მე-20 პუნქტი;

დ) დებულების 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,28. საშტატო ერთეულზე განაწილების შემდეგ, საკონტრაქტო მოსამსახურე დაცვის ობიექტის ხელმძღვანელის თანდასწრებით ეცნობა დასაცავი ობიექტის მუდმივმოქმედ გეგმას. მოსამსახურეებს განაწესში განაწილებისას უტარდებათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.“;

ე) დებულების 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,30. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში, წახალისების სახით, სამსახურის სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული წესით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ორკვირიანი შვებულება, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა. საკონტრაქტო მოსამსახურეს, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით ოჯახური პირობების გამო“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი