„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №406/ნ ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 62/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.014283
  • Word
62/ნ
04/03/2010
სსმ, 24, 05/03/2010
040030000.22.035.014283
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №406/ნ ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.014.283

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 მინისტრის ბრძანება №62/ნ

2010 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №406/ნ ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №406/ნ ბრძანებაში (სსმ III, 11.12.2008, №151, მუხ.1789) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2010 წლის 1 მაისამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი“.“.

2. ბრძანებას დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი უძრავი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი