სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470060000.22.035.014282
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
60/ნ
02/03/2010
სსმ, 24, 05/03/2010
470060000.22.035.014282
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2010 - 12/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.22.035.014.282

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 მინისტრის ბრძანება №60/ნ

2010 წლის 2 მარტი

 ქ. თბილისი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. კვიტაშვილი

დანართი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტისაგან.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის განხორციელება.

    მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები და განხორციელების მეთოდოლოგია

1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელება და რეალიზატორებისგან ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუშის შესყიდვა;

ბ) შესყიდული ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა.

2. პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).

3. ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევითი კონტროლის განხორციელებისას სააგენტო, ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების გათვალისწინებით, რეალიზატორებისაგან შეისყიდის ფარმაცევტულ პროდუქტის ნიმუშს და აწარმოებს მის ვიზუალურ დათვალიერებას, რა დროსაც ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლების და სხვა კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას.

4. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს შესყიდული ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას.

5. სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევისათვის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 4. დაფინანსების წესი და პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ორგანიზაციული კოდი 35 03 03), პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 100 000 ლარით (ასი ათასი ლარი).

 

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

თანხა ლარებში

 

სამკურნალო საშუალებების შესყიდვა

7 000

სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევა

80 000

მივლინების ხარჯები    

13 000

სულ:

100 000

 მუხლი 5. პროგრამის შედეგი

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ქმედითი პრევენციული ღონისძიებების გატარებას მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პარამეტრების დასაცავად.

    მუხლი 6. განხორციელების ვადები

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.