„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 296/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 17/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016001
  • Word
296/ნ
17/09/2010
სსმ, 119, 17/09/2010
470230000.22.035.016001
„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.016.001

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №296/ნ

2010 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №151, მუხ. 2104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 და 32 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ. გამოცდის ჩატარების ვადები, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო.“;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.“;

დ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია, არ განიხილოს განმეორებითი აპელაცია.“.

3. ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის (რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, რომელსაც აცხადებს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო).“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე