„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014288
  • Word
150
04/03/2010
სსმ, 24, 05/03/2010
200250000.22.033.014288
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.288

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №150

2010 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005, №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 142 მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. საბაჟო გადასახდელის თანხის, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ვალდებული პირის მიმართ გამოიყენება საურავის დარიცხვისა და სალდირების პროცედურის ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი ნორმა, ხოლო პირის მიერ პლასტიკური ბარათის მეშვეობით გადახდისას „საგადახდო დავალების“ საბანკო დაწესებულებაში ელექტრონული შეტყობინების სახით წარდგენის შემთხვევაში, საურავის დარიცხვა განხორციელდეს საპროცესინგო ცენტრში გატარების თარიღიდან და შესაბამისად ვალდებული პირის გპაბ-ზე სავადო თარიღად მიჩნეულ იქნეს საპროცესინგო ცენტრში გატარების თარიღი. ბიუჯეტში ჩარიცხული თანხებით გპაბ-ზე ასახვის შემდეგ, არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდეს არსებული სავადო თარიღის შეცვლა საპროცესინგო თარიღით. ამასთან, სალდირების პროცედურაში მონაწილეობას ღებულობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების ყველა ბარათი, გარდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტის თანხისა.“.

2. 142 მუხლის 58-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„58. ვალდებული პირის საბაჟო გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. შედარების აქტის გაფორმებას ახორციელებს ის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რომელშიც ვალდებული პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) დამატებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის და გორის საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადსახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვალდებული პირების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფი ვალდებული პირების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარებას, მას ახორციელებენ ამ ვალდებულ პირთა თავდაპირველი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოები.“.

3. 142 მუხლის მე-60 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„60. ვალდებული პირის გპაბ-ზე მონაცემების ასახვა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) ვალდებული პირის გპაბ-ზე მონაცემები აისახება 2007 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის საბაჟო ვალდებულებების და განხორციელებული ოპერაციების მიხედვით;

ბ) ვალდებული პირის მიერ 2007 წლამდე პერიოდის საბაჟო ვალდებულებების თანხების შესახებ დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება მცირდება ან იზრდება. შესწორებული (დაზუსტებული) მონაცემები გადაიტანება ვალდებული პირის გპაბ-ზე, რომელსაც უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;

გ) გპაბ-ზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ახორციელებს გპაბ-ზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ეგზავნება ვალდებულ პირს. ვალდებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;

დ) გპაბ-ზე საბაჟო ვალდებულებების შესახებ მონაცემების ასახვის შემდეგ შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ ცალმხრივად ფორმდება შედარების აქტი, რომლის შესახებაც გადასახადის გადამხდელს ეცნობება წერილობით. შედარების აქტით ზედმეტობის დაფიქსირების შემთხვევაში, გპაბ-ზე ამ ზედმეტობის ფარგლებში ხორციელდება საბაჟო გადასახდელების სავარაუდო დარიცხვა, რომლის შესახებაც ვალდებულ პირს ეცნობება წერილობით. ვალდებული პირის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში ხორციელდება ურთიერთშედარების აქტის გაფორმება, რომლის საფუძველზეც ხდება საბაჟო გადასახდელების შესწორებითი დარიცხვა და სავარაუდო დარიცხვის გაუქმება.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი